საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820.