დღეს “ქართული ოცნების” ხელით საქართველოში პუტინის რუსეთი მოქმედებს - წერს მოძრაობა "სირცხვილია" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელისუფლების მოქმედებებთან, ასევე დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით:
"ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართულმა ოცნებამ” ძალადობის, დამცირებისა და სიკვდილისთვის გაწირა.
დღეს “ქართული ოცნების” ხელით საქართველოში პუტინის რუსეთი მოქმედებს.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არა მესამე პრეზიდენტის, არამედ თითოეული მოქალაქის უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაა!
როდესაც ხელისუფლება უსამართლობასა და ძალადობას ნორმად აქცევს, დუმილი უკვე დანაშაულია!" ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად დღეს გაავრცელა.