თუ "ვისოლს" ვუცხადებთ პროტესტს, სმარტი და დანკინინი და wendy’s-ც მისია! , - სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფი "უარი საწვავის ფასებს" ახალი მოწოდებით გამოდის. ერთ-ერთი მომხმარებელი ჯგუფს, რომლის წევრი 270 000-ზე მეტი ადამიანია, მოუწოდებს, რომ "ვისოლთან" ერთად პროტესტი სმარტზე და დანკინინსა და wendy’s-ზეც უნდა გავრცელდეს.
“ჯგუფში გაურკვევლობაა და ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება თუ რატომ შევუტიეთ კონკრეტულად ვისოლს- იმიტომ, რომ როცა ერთი გაღორებული კომპანიის შემოსავალი შემცირდება ვალდებული გახდება ფასი შეამციროს - შემდეგ დავიწყებთ სწორედ ამ ბენზინგასამართ სადგურზე ჩასხმას”, - წერს ჯგუფის წევრი.
ჯგუფის წევრებმა 14 ნოემბერს აქცია დაანონსეს, სადაც საწვავის ფასებს გააპროტესტებენ. მომხმარებლები პრეტენზიები ძირითად კომპანია ვისოლს უკავშირდება, რადგან სწორედ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ამჟამად, საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს. მისი თქმით, იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება.