ქვეყანაში 35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დიდი დაცვის საშუალებაა, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ძალიან რთულია.
"მოსახლეობის სიკვდილიანობის 85%-ი მოდის 60 წელს ზემოთ. ამიტომ, ყველაზე მთავარია ამ ხალხის აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.