საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:58 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.