საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 115 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 126, „პისიარ“ ტესტით – 14 989.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.
საქართველოში კორონავირუსითინფიცირების სულ 752 855 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 688 781 გამოჯანმრთელდა, 10 435 კი, გარდაიცვალა.