ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა. თუმცა ამ დროისათვის უცნობია რას უკავშირდება სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების ციხის ტერიტორიაზე შესვლა.
დღეს მესამე პრეზიდენტის შიმშილობისა და პატიმრობის 36-ე დღეა.