რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქმა წერილი გაატანა, რომელშიც ილია მეორე მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, შიმშილობა შეწყვიტოს.
"კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შეწყვიტოს", - თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - თვლის თუ არა საჭიროდ საპატრიარქო, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართოს, დეკანოზმა უპასუხა, რომ "საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგან ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს".