საქართველოში მორიგი მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:50 საათზე, ონთან მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.