სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 000 დოზა გრიპის ვაქცინიდან მხოლოდ 26 000 გამოყენებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, რისკჯგუფმა, რომლისთვისაც აღნიშნული ვაქცინაცია განკუთვნილი ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაიტარონ.
"სამწუხაროდ, შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. წინა ორი კვირასთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა მომატებულია. ასევე როგორც ყოველდღიური, ისე კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლით დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც აგვისტოს პიკზე ვიყავით. ეს გასაკვირი არც არის, მობილობა ქვეყანაში ყოველმხრივ ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ისევ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ისევ ბევრია სხვადასხვა მიზეზით თავშეყრა, მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ყველაფერი ეს კი, ხელს უწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ნოემბერ-დეკემბერი საკმოდ რთული იქნება, იმიტომ, რომ ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში, გვაქვს მუდმივი მონიტორინგი. არის სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელიც ცირკულირებს, მაგრამ გრიპი ჯერ არ არის. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გრიპის საწინააღმდეგო აცრების აქტიურად გაკეთებისკენ. გრიპის ვაქცინით დღეისათვის 26 000 ადამიანია აცრილი, 200 000 დოზა განაწილებულია და ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე ეკუთვნის, რისკ ჯგუფები ვინც არიან, აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რათა ზედდება არ გვქონდეს“, - აცხადებს დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.