საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33.0%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 982 593 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 038 193 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 942 397 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.0%-ი.
1-ელ ნოემბერს აიცრა 3 369 ადამიანი.