დღეს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსმა ოკუპანტებმა და ოსი სეპარატისტებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს. ინფორმაციას ამის Aშესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"დღეს დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების უმცროსი სამეთაურო შემადგენლობა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული 4-ე სამხედრო ბაზის შემადგენლობა ერთობლივად მონაწილეობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება საცეცხლე, ტაქტიკურ, სპეციალურ, საინჟინრო და სხვა სამხედრო დისციპლინაში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სწავლება სამხედრო მომზადების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.