საქართველოში COVID-ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მიზერული ხდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 978 857 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.5%-ი. სრულად ვაქცინირებულია 940 546 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ი. 31 ოქტომბერს აიცრა 1 402 ადამიანი.