ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე უპილოტო მზვერავმა თვითმფრინავმა დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ჩვენი ვარაუდით, უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩვენი ტერიტორია თავზე სადაზვერვო შემოფრენას ახორციელებდა. ეს ბოლო დროის განმავლობაში მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი არღვევს.
უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის მიმართულებით ჩვენის მხრიდან ცეცხლი გაიხსნა და შედეგად თვითმფრინავმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა", _ იუწყებიან სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები