თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მკვლელობა მოხდა. 80 წლამდე მამაკაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
მიყენებული ჭრილობებით სამოც წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.