დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება.
გარდა ამისა, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"-ს ორგანიზებით თბილისის მასშტაბით მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვით მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი იღებს მონაწილეობას.
მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იმართება.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.
პატრიარქი მეტეხის ხიდზე პარაკლისს 12:30 საათზე დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგაც მომლოცველები მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილებს ჩაყრიან.