"რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მისი განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმებაში არსებული 43%-ი ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი.
"თუ გულისხმობთ შეთანხმებაში 43%-ს, 43% ვერ იქნება საფუძველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის, ესეც ფაქტია. ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია და ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.