მშენებარე ბინის შეძენა ასეთი უსაფრთხო და მარტივი არასდროს ყოფილა.
უკვე დღეიდან, მშენებარე ბინის შესაძენად გადახდილი თანხის შესაძლო დაკარგვით გამოწვეულ ზარალს, ვითიბი ბანკი აანაზღაურებს.
სწრაფ იპოთეკურ სესხთან ერთად, მშენებარე ბინის მყიდველს, შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს უძრავი ქონება ბანკის მიერ დაფინანსებულ დეველოპერულ პროექტებში და ამასთანავე, მიიღოს 100%-ანი გარანტია საკუთარი თანამონაწილეობის სრულ მოცულობაზე, პროექტის სრულად ჩაბარებამდე. შესაბამისად, იგრძნოს თავი დაცულად და კომფორტულად.
ბანკი უზრუნველყოფს მყიდველის მიერ დეველოპერებზე გადახდილი თანხის 100%-ის დაბრუნებას, იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერების მიერ, არ მოხდება მყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება.