I-XII კლასების სასწავლო პროგრამისა და კონკრეტული საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
მსურველ პირებს გამოცდაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ექნებათ.
გამოცდები 15 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://mes.gov.ge/content.php?id=12566&lang=geo