"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით თვითმმართველობის მეორე ტურში მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების კანდიდატების გამარჯვება.
სერგო ჩიხლაძის თქმით, მნიშვნელოვანია დადებითი შედეგი დადოს მთლიანად ოპოზიციამ.
"ახლა მთავარია მეორე ტურის დასრულება, რადგან "ქართული ოცნება" დიდ ქალაქებში დამარცხდეს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ჩვენ ყოველდღიურად საქმის კურსში ვაყენებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ასევე საზოგადოებას იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დღეს და მის წინა პერიოდში. დღეს ჩვენ ვნახეთ დასავლელი პარტნიორების განცხადებები და მასში ასახულია ყველა ის დარღვევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, ამ გარემოების მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადო მთლიანად ოპოზიციამ.
მეორე ტურში ყველას მოვუწოდებთ, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ. არცერთი ხმა "ქართულ ოცნებას." ოპოზიციურ პარტიებთან რათქმაუნდა იქნება გარკვეული კომუნიკაცია. კონსულტაციები გუნდის შიგნითაც მიმდინარეობს, ასევე გადასააზრებელია ჩვენი სტრატეგია ჩვენი ტაქტიკა", - სერგო ჩიხლაძე.