საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 28.8%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 808 520 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 987 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 821 358 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8 %-ი.
1-ელ ოქტომბერს აიცრა 8 326 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.