უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს.
"ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციებს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ახალი ამბებითა და განცხადებების ტონით, რომლებიც საქართველოში ისმის ვითარების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს განმატოს ყველა გარემოება და ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის მოქალქის დაკავებასთან დაკავშირებით", - წერს ნიკიფოროვი ფეისბუქზე.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს