ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმა მხოლოდ რუსეთს აძლიერებს, წერს სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილი.
მისი განმარტებით, ის წინააღმდეგი იყო იმიდ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო.
"ამიტომ, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მისი აქ ჩამოსვლის, სანამ აქაც რუსეთია ხელისუფლებაში.
არ მჯერა მოწამეობის. და მგონია, რომ ის ხალხი, ვინც მის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი დევნილობისთვის გაიმეტა, არ იმსახურებს ასეთ მსხერპლს", წერს თაქთაქიშვილი.