საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიმართა. აღნიშნული აუდიომიმართვა თავად სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
"მე შეიძლება დამაკაონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს“, - მიმართავს სააკაშვილი მოსახლეობას.