"ქართული ოცნების" მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ "ქართული ოცნების" შტაბებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ხვალინდელ რეფერენდუმზე დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია.
"ყოველ საათში ერთხელ გვაწვდიან ინფორმაციას ჩვენი რაიონული ორგანიზაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები მასიურად ტოვებენ ქართული ოცნების შტაბებს. ქართული ოცნება არის სრულიად დემორალიზებული ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, სალომე ზურაბიშვილიც კი ემიჯნება ღარიბაშვილ-კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფო უწყებები ვეღარ ფუნქციონირებენ, რადგან ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა", - აცხადებს ბოკუჩავა.