2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი განახლებული სტრატეგიით ოპერირებს, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს.
სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m²-ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია ანაგი განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m² -მა და სამშენებლო კომპანია ანაგმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება.