ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს შეხვდა.
ვირტუალურ ფორმატში საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და პარტნიორობას რეგიონულ ჭრილში, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის ფარგლებში.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას.