ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა "გორბი"-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე - "დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", შედეგები ასე განაწილდა:
კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 53,6%;
ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 27,7%;
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 6,5%;
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 3,5%,
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 3,5%;
ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 1,5%;
სხვა კანდიდატები - ჯამში 3,7%.
მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხვა, რესპონდენტთა შესარჩევად, გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომლების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3,4%-ია.
კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს.