29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.
ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.