ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჯამში 540, 000 ევროს სესხის მოცულობით, ბათუმში, სასტუმრო კოლიზეუმ მარინაში მოეწყო სპორტდარბაზი, საცურაო აუზი და დაფინანსდა სასტუმროს თანამედროვე სახანძრო სისტემით აღჭურვა.
"სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში. ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებისთვისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.
გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას