პანდემიურ პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20-მდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების, გიდების, კვების, განთავსების ობიექტებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებულ შეხვედრებზე კორონავირუსის გავლენა ტურისტულ ინდუსტრიაზე, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმა, ნებაყოფლობითი ვაქცინაციის საკითხი და სხვა თემები განიხილებოდა.
შეხვედრების პარალელურად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში იღებენ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ტრენინგების, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლებისისა და რეგულაციების დაცვის შესახებ.
ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულია საკარანტინო სასტუმროების მართვასა და მომარაგების კუთხით.