პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსების, კვების ობიექტების და აგროტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სახის ტრენინგი გაიმართა.
გადამზადების კურსები მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდა და კოვიდთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოიცავდა. ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უსასყიდლოდ მართავს. მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორის 1600-მდე წარმომადგენელი გადამზადდება.