22 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1155 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1163 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6551 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6570 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3602 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2514 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 სექტემბერიდან შევა ძალაში.