Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 997 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.02%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 232 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 292, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 154, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197 საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 582, იმერეთში - 1 044.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 138, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 27, იმერეთში - 30.
1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 321 - აჭარაში.
20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 153 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.