17 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6653 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6628 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3615 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2910 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 სექტემბერიდან შევა ძალაში.