"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს.
"დასრულდა, საპროცესო გაფორმდა, ჩვენი აქტივები გადავეცით ახალ ინვესტორებს. კომპანია ცენტრ პოინტის ეს 12-წლიანი ეპოპეა დასრულდა", - აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა.
მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა.
გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
ამასთან, მაია რჩეულისშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.