სოფელ კირბალთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი თავისფალია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდა საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება 1 საათის განმავლობაში. უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.
სოფელ კირბალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
ამჟამად იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.