სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე 60 წლის ზურაბ დათიაშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", – აცხადებენ სუს-ში.