პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძე სჯობს ყველა მერს, ვინც იყო მანამდე, - ამის შესახებ დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ მაჩანჩალა, დაჭაობებული ქალაქის სტატუსი გვაქვს დღეს და მე გეტყვით, კახა კალაძეს რატო აფასებენ დღესდღეობით იმ რეიტინგით, რა რეიტინგიც აქვს.
იმიტომ, რომ იმ ფონზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს ჰყავდა მმართველები და რა მმართველებიც ქალაქს ჰყავდა მანამდე, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, აქ რაღაცა ქმედება ჩანს, მაგრამ ეს ქმედება საერთოდ არ არის საკმარისი, რომ ეს იყოს ევროპული დონის ქალაქი.
წამყვანის შეკითხვაზე - კახა კალაძე სჯობს თუ არა თბილისის ყველა მერს ვინ კი ჰყოლია, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ კახა კალაძე სჯობს ყველა მერს, ვინც იყო მანამდე
„კახა კალაძე ჯობია, ვინც იყო მანამდე... არც მინდა შევადარო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას, თავისი პრობლემები ეყოფათ”, - განაცხადა ანა დოლიძემ.