თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი პირი 20 წლის მამაკაცია
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია როგორ ფასდება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, გასროლა დაახლოებით 9-ჯერ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
გამოძიება სსკ 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.