14 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.240 პროცენტოთ, მაქსიმალური 9.240% პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.240 პროცენტით განისაზღვრა.