ვალის დონის შემცირება აუცილებელია დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს, აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვალს აღარ აიღებს, თუმცა ვალის აღება შესაძლოა, მოხდეს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით.
"სხვა ვალებთან მიმართებითაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით, ასეთ სესხები შესაძლოა აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებით შესაძლოა, შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე, ეკონომიკასთან მიმართებით ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარების", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.