ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალი უცხო ქვეყნის, უფრო კონკრეტულად კი ბელარუსის, მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა ისევ დანით თვიდაზიანება მიიყენა. ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ.
დაშავებული ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.