ერაყში, შეიხის სახლიდან 2 მილიონ 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ძარცვაში ქართველი ქალიც მონაწილეობდა, ის შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ძარცვა იმ დროს მოხდა, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა.
პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ქალი ერაყში საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდა და ძარცვა 3 სექტემბერს, სამ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა.
ამასთან, პოლიციამ გაარკვია, რომ ქალმა თავი თურქეთს შეაფარა და 20 000 ათასი დოლარი წაიღო.