თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით მას იმედი ჰქონდა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა პირველი, ვინც ამაში გაყვებოდა.
"ტესტზე არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო ყველაფერი და იმედი მქონდა, რომ მხარს ამიბამდნენ და იმედი მქონდა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა პირველი, ვინც ამაში გამომყვებოდა. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი,"- აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. ამ დრომდე, ხსენებული ტესტი მხოლოდ მას აქვს ჩაბარებული.
ინიციატივის პასუხად, ყოფილმა პრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით მალე მედიას "საინტერესო ინფორმაციას" გაანდობს.