თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე, მერობის კიდევ ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა.
მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატთან დებატებს არ გაურბის
"გაუგებარია, აბსურდული განცხადებაა. ნამდვილად არ შევალ ახლა პოლემიკაში, აზრი არ აქვს. დებატებთან დაკავშირებით თქვენს გადაცემაშიც ვიყავი მოწვეული და იქაც დავადასტურე ჩემი მზაობა, რომ მზად ვარ ვიდებატო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თექვსმეტივე ერთად დაჯდეს, ცალ-ცალკე ნამდვილად არ არიან საინტერესონი. მე ყველას პატივს ვცემ, ჩემთვის რომელიმეს გამოყოფა არ იქნება სწორი. არაფრით არ განსხვავდება გიორგი გახარია ანა დოლიძისგან, რიჩარდისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან, ისევე, როგორც ნიკა მელია ან თუნდაც სხვა.
მზად ვარ, ყველას დავუჯდე დებატებში“, - თქვა კალაძემ.