10 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6842 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6865 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3698 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3182 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 სექტემბერიდან შევა ძალაში.