პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პორტუგალიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანს რიტა მარკესს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს ლუიშ არაუჟუს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს, გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმში პროფესიულ განათლების სფეროში.