ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ქეთი კოვზიაშვილის განცხადებით, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.
"გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს, გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც ყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს", – აღნიშნა ქეთი კოვზიაშვილმა.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლდა.
თავდამსხმელი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი