არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
მძევლების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მძარცველს მძევლად 12-დან 15 ადამინი ჰყავს აყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
"თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.